უპრეცედენტო გაყალბების სისტემა, რომელიც ივანიშვილმა ამუშავა, საერთაშორისო დონეზეა შესასწავლი - სამადაშვილი

29.10.24 17:19
უპრეცედენტო გაყალბების სისტემა, რომელიც ივანიშვილმა ამუშავა, საერთაშორისო დონეზეა შესასწავლი - სამადაშვილი

"ძლიერი" საქართველოს ლიდერი სალომე სამადაშვილი იმ უპრეცედენტო დანაშაულზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, "ოცნებამ" არჩევნების გაყალბების თვალსაზრისით ჩაიდინა და საერთაშორისო გამოძიების დაწყების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

სამადაშვილის განცხადებით, თუ "ოცნება" უარს განაცხადებს ამ გამოძიების პროცესში თანამშრომლობაზე, ეს კიდევ ერთი დასტური იქნება იმის, რომ მმართველმა გუნდმა მართლაც გააყალბა არჩევნები და დანაშაული ჩაიდინა. 

დავიწყეთ და შევაგროვეთ საკმაოდ დიდი კვალი დანაშაულის, რომელიც ივანიშვილმა ჩაიდინა. უპრეცედენტო გაყალბების სისტემა, რომელიც ივანიშვილმა ამუშავა, მათ შორის საერთაშორისო დონეზე არის შესასწავლი. ცხადია, მათთან ერთად ვაპირებთ, რომ დავამუშაოთ ის მეთოდიკა, რომლითაც მოხდება გამოძიება იმ დანაშაულის, რომელიც ჩადენილი იქნა და თუ "ქართული ოცნება" უარს განაცხადებს ამ გამოძიების პროცესში თანამშრომლობაზე, ეს კიდევ ერთი დასტური იქნება იმის, რომ ჩვენ საქმე გვაქვს დამნაშავე რეჟიმთან", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.