საერთაშორისო გამოძიების მიღწევა ერთადერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც "ოცნებას" დაანგრევს - სამნიძე
ოპოზიცია ერთხმად აცხადებს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნების გაყალბების საკითხზე საერთაშორისო გამოძიების დაწყებაა.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ სწორედ საერთაშორისო გამოძიების მიღწევა არის ერთადერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც "ოცნებას" დაანგრევს".
ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა, რომ ჩვენ მივაღწიოთ და დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება. დამერწმუნეთ, "ქართულ ოცნებას" ეშინია, იმიტომ, რომ ჩვენ ჰაერზე კი არ ვლაპარაკობთ, ჩვენ ვლაპარაკობთ კონკრეტული ფაქტებით, რომ ეს არჩევნები გადაიწერა რუსული რეჟიმით. ამიტომ გამოძიებაზე საუბარი და გამოძიების მიღწევა არის ერთადერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც "ქართულ ოცნებას" დაანგრევს", - ამბობს ხათუნა სამნიძე.