ვითხოვთ, გაიხსნას მონაცემთა ბაზა, რომელიც იქნა ჩატვირთული დასათვლელ აპარატში - ხაზარაძე
პროდასავლური ოპოზიციის და პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ, კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, მათი მოთხოვნაა, გაიხსნას მონაცემთა ბაზა, რომელიც ჩატვირთულია დასათვლელ აპარატებში.
ხაზარაძის თქმით, სწორედ მაშინ გაირკვევა, იმ ადამიანების გვარები, სახელები და მონაცემები, ვის მაგივრად მისცეს ხმები ე.წ. კარუსელში მონაწილე ადამიანებმა.
ჩატარდა სერიოზული დაგეგმილი სპეცოპერაცია, სადაც ქართველ ხალხს მოჰპარეს არჩევანი. მუდმივი კონსულტაცია გვაქვს პრეზიდენტთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უამრავი მასალაა შეგროვებული.
ვითხოვთ, გაიხსნას მონაცემთა ბაზა, რომელიც იქნა ჩატვირთული დასათვლელ აპარატში, სწორედ იქ აღმოჩნდება, იმ ადამიანების გვარები, სახელები და მონაცემები, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებოდნენ და მათ მაგივრად მისცეს ხმები ამ კარუსელში მონაწილე ადამიანებმა.
ამიტომ ყურადღების გადატანა, რომ ელექტრონული არჩევნები ჩატარდა, დიახ, ჩატარდა, მაგრამ იქ რა ჩაიტვირთა, ესაა მნიშვნელოვანი. ჩვენ კონსტიტუციით გვაქვს უფლება ვიცოდეთ ეს ბაზები, რადგან იქ მოხდა ძალიან დიდი სპეცოპერაცია და ამას გამოვიძიებთ აუცილებლად“,- განაცხადა ხარაძემ.