ბოკუჩავა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ : ვისაუბრეთ აბსოლუტურად ყველა საარჩევნო კომპონენტზე, მათ შორის ჩატვირთულ სიებზე

29.10.24 17:33
ბოკუჩავა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ : ვისაუბრეთ აბსოლუტურად ყველა საარჩევნო კომპონენტზე, მათ შორის ჩატვირთულ სიებზე

“ვისაუბრეთ აბსოლუტურად ყველა საარჩევნო კომპონენტზე, მათ შორის ჩატვირთულ სიებზე“ - ამის შესახე “ერთიანობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ისინი სრულ კოორდინაციაში არიან პრეზიდენტთან, აქვთ ინტენსიური კონსულტაციები იმისთვის, რომ შედგეს საერთაშორისო გამოძიება.

ვისაუბრეთ აბსოლუტურად ყველა საარჩევნო კომპონენტზე, მათ შორის ჩატვირთულ სიებზე და ა.შ. ასევე პრეზიდენტ მაკრონის განცხადება, რომ ეს არჩევნები არ შედგა, იმიტომ რომ არ აისახა ქართველი ხალხის თავისუფალი ნება, მოხდა მათი ნების მიტაცება, ივანიშვილის მხრიდან, რუსული ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით.

ჩვენ ვართ პრეზიდენტთან სრულ კოორდინაციაში, გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები და თანამშრომლობა, იმისთვის, რომ შედგეს საერთაშორისო გამოძიება, რაც გახდება საფუძველი ახალი არჩვენების და  ხალხს დაუბრუნდეს ევროპული არჩევანი და ევროპული მომავალი.

ყველა პარტია ღიად აცხადებს, რომ არ მისცემს ლეგიტიმაციას ამ არჩევნებს, უარს ამბობს მანდატებზე, ხსნის სიებს, არ შედის პარლამენტში და რომ ერთადერთი გამოსავალი იმ მდგომარეობიდან, როცა ივანშვილმა რუსული სპეცოპერაციის გამოყენებით მიიტაცა ხელისუფლება, ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია, რომელიც ჩატარდება საერთაშორისო ადმინისტრაციის მიერ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.