არ უნდა დავუშვათ, რომ ქართველი და მოლდოველი ხალხის ევროპული ოცნება გაქრეს - გიტანას ნაუსედა
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა X-ზე წერს, რომ რუსეთი ჰიბრიდულ ოპერაციებს აძლიერებს ევროკავშირის სამეზობლოში და “ბოლო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და ევროკავშირის შესახებ რეფერენდუმი მოლდოვაში ამ ჩარევის მტკიცებულებებია”.
მისი თქმით, ევროკავშირისთვის გადამწყვეტია არ მიატოვოს საქართველოსა და მოლდოვის ხალხი.
“ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მათი ევროპული ოცნება გაქრეს“- წერს ნაუსედა.
რუსეთი თავის ჰიბრიდულ ოპერაციებს აძლიერებს ევროკავშირის სამეზობლოში. ბოლო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და ევროკავშირის შესახებ რეფერენდუმი მოლდოვაში ამ ჩარევის მტკიცებულებებია.
მოლდოვაში, კრემლის უზარმაზარი ძალისხმევების მიუხედავად, ევროპულმა გზამ გაიმარჯვა. საქართველოში, არჩევნებს მასობრივი პროტესტები მოყვა.
ხალხს დემოკრატიასა და კეთილდღეობაში ცხოვრება სურს - არა ცენზურასა და ავტოკრატიაში. მოქალაქეებმა თავიანთი ევროპული არჩევანი გააკეთეს და მზად არ არიან მის დასათმობად.
ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, არ მიატოვოს ქართველი და მოლდოველი ხალხი. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მათი ევროპული ოცნება გაქრეს. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი სამოქალაქო საზოგადოებას და უზრუნველვყოთ, რომ ხალხის ხმა გადამწყვეტი იყოს მათი ქვეყნების მომავლის განსაზღვრაში.
ლიეტუვა მყარად დგას საქართველოსა და მოლდოვის ხალხთან მათ მისწრაფებებში გაწევრიანდნენ ევროკავშირში. გვჯერა, რომ მოლდოვა და საქართველო ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან.
არავის არ შეუძლია მათი უკეთესი მომავლისთვის შანსის წართმევა. ლიეტუვა გააგრძელებს ამ გზაზე მათ მხარდაჭერას", - წერს ნაუსედა.