პაატა დავითაია: „სამოქალაქო საზოგადოების“ ინიციატივა, ღია პლატფორმასთან დაკავშირებით, დროული და აუცილებელია შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში

29.10.24 18:29
პაატა დავითაია:  „სამოქალაქო საზოგადოების“ ინიციატივა,  ღია პლატფორმასთან დაკავშირებით,  დროული და აუცილებელია შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში

მივესალმებით   „სამოქალაქო საზოგადეობის“ ინიციატივას  ერთიანი ღია პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით ქვეყნის პოლიტიკური  კრიზისიდან გამოსაყვანად, რაც  შექმნილ ვითარებაში  ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.  

„ევროპელი დემოკრატები“ საკუთარ მხარდამჭერებს მადლობას უხდიან.

პარტია „ევროპელი დემოკრატები“  მადლობას გადავუხდით  ჩვენს  რვა  ათასამდე მხარდამჭერს ნდობისთვის, რომელიც მათ გამოგვიცხადეს საპარლამენტო არჩევნებში  როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. 

 შექმნილ ვითარებაში, როდესაც  ქვეყანაში იწყება პოლიტიკური კრიზისი და არჩევნებს  აქვს  ლეგიტიმაციის პრობლემა,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების და  სამოქალაქო სექტორის ერთობა, შესაბამისად, მზად ვართ  გავიზიაროთ  ყველა  ინიციატივა, რომელიც პროცესის გაჯანსაღებისთვის იქნება მიმართული და ვაცხადებთ მზადყოფნას   „სამოქალაქო საზოგადოების“  ფორმატში   მონაწილეობაზე“, - აცხადებს პაატა დავითაია.