უნგრეთის ლიდერს ევროკავშირის სახელით განცხადების გაკეთების საშუალება ჩამოართვეს
პრორუსი ორბანი, რომელიც ევროკაშირშიც კი გარიყულია, თბილისში არჩევნებიდან სამი დღის შემდეგ ჩამოვიდა. ვიქტორ ორბანის ვიზიტს თბილისში უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია. პუტინის მეგობარ ორბანს ქართველი ხალხი პროტესტით დახვდა, მთავრობის ადმინისტრაციაში მისულს კი კართან უნგრელი აქტივისტი დახვდა, რომელმაც მისი ქვეყნის პრემიერს ჰკითხა, რატომ ჩამოვიდა თბილისში გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის.
მიტაცებული არჩევნების დემოკრატიულად გამოცხადება ორბანს ჩაუვარდა. უნგრეთის ლიდერს ევროკავშირის სახელით განცხადებების გაკეთების უფლება ჩამოართვეს. საქართველოში მყოფ ორბანს ევროკავშირის მინისტრების განცხადება დაეწია. ევროგაერთიანების 13 მინისტრი ღიად ამბობს, რომ უნგრეთის პრორუსი ლიდერი ბრუსელის პოზიციას არ გამოხატავს.
ორბანის ვიზიტის მთავარი მიზნის გაშიფვრა დიპლომატებს არ გასჭირვებიათ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი "პირველებთან" ამბობს, რომ ორბანი საქართველოს, პირადი მიზნებით, ევროკაშირთან სავაჭროდ იყენებს.
ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ლიდერებთან დასაპირისპირებლად შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს. ამისთვის კი მას საქართველო სჭირდება. ასე იყო წლების წინაც, როცა 2012 წელს ორბანი თბილისში მაშინდელი ხელისუფლების მხარადასაჭერად ჩამოვიდა. ორბანი ის ავტოკრატი ლიდერია, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლების მიერ დევნილ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს უნგრეთში თავშესაფარს აძლევს, ამიტომ მისი თითოეული ნაბიჯი აჩვენებს, როგორი პოლიტიკოსის მხარდაჭერაზე ამყარებს "ქართული ოცნება" ქვეყნის ევროპულ მომავალს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.