EU მოქმედებაზე გადადის - საქართველოს შესახებ დღეს უსაფრთხოების კომიტეტის საგანგებო სხდომა გაიმართება

29.10.24 20:01
EU მოქმედებაზე გადადის - საქართველოს შესახებ დღეს უსაფრთხოების კომიტეტის  საგანგებო სხდომა გაიმართება

 

 

გაყალბებული არჩევნების შემდეგ საქართველოში მდგომარებოა იმდენად მძიმეა, რომ ევროკომისარმა ბორელმა პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა სასწრაფოდ, დღესვე მოიწვია. ჟოზეფ ბორელი დამოუკიდებელ გამოძიებას ელოდება და პირდაპირ ამბობს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს ეს არჩევნები დამოუკიდებლად და სამართლიანად არ გამოუცხადებიათ. არჩევნების შედეგების გამოცხადების მიუხედავად, "ქართულ ოცნებას" საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ მიუღია. 

საერთაშორისო გამოძიება პირველმა შეერთებულმა შტატებმა მოითხოვა. სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას განუმარტავს, რომ არჩევნების გაყალბების საქმეს ისინი ვერ გამოიძიებენ, ნდობის დასაბრუნებლად საჭიროა საერთაშორისო ჩართულობა და შტატები უკვე თანხმდება ევროკავშირთან, რომელ ორგანოს მიებარება გამოძიება. საერთაშორისო გამომძიებლებს წვდომა უნდა მიეცეთ ელექტრონულ აპარატებზე, რომ გაირკვეს, რა მანიპულაციას ჰქონდა ზეგავლენა შედეგებზე.  

გამოძიებას ითხოვს შვედეთი და პირველია იმ ქვეყნებს შორის, ვინც ოფიციალურად წყვეტს პირდაპირ ურთიერთობებს მთავრობასთან. "ქართულ ოცნებასთან" აღარც თანამშრომლობას აპირებენ და აღარც დახმარებას. ეს სავარაუდოდ, 200 მლნ კრონის გაყინვას ნიშნავს. რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი მთავრობა - ასე მოიხსენიებს ივანიშვილის გუნდს შვედეთის პრემიერი.

საქართველოში ვიზიტს საჭიროების შემთხვევაში არ გამორიცხავს პოლონეთის პრეზიდენტი. პარტნიორი ქვეყანა მზად არის, თავისი როლი შეასრულოს. ანჟეი დუდა პირდაპირ ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა. ევროკავშირში ფიქრობენ, რომ რუსეთი პროცესში ჩაერია, თუმცა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მოიქცეს ისე, როგორც ევროპულ სახელმწიფოს შეეფერება.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.