ხმების მიტაცების მტკიცებულებები პრეზიდენტის ხელშია - ფაქტები ოპოზიციამ ათონელის სასახლეში მიიტანა

29.10.24 20:08
ხმების მიტაცების მტკიცებულებები პრეზიდენტის ხელშია - ფაქტები ოპოზიციამ ათონელის სასახლეში მიიტანა

 

 

ხმების მიტაცების მტკიცებულებები სალომე ზურაბიშვილის ხელშია. კადრებით და  დოკუმენტებით შეიარაღებული პრეზიდენტთან დღეს ოპოზიცია მივიდა. ქარტიაზე ხელმომწერი ოპოზიცია პრეზიდენტთან ერთად განიხილავს, რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს გაყალბებული არჩევნების არაღიერებისთვის და  როგორ უნდა იმოქმედონ.

ოპოზიცია ახლა იმაზე მეტი მტკიცებულებ აქვს შეგოროვებული, რაც არჩევნების შედეგების გასაუქმებლად და და ახალი არჩევნების ჩატარებალად არის საკმარისი. არსებობს დადასტურებული მტკიცებულებიბი, რომ არჩევნებზე ისეთი ადამიანების ნაცვლად აძლევდნენ ხმას, ვინც საქართველოში არ არის ან არჩევნებზე საერთო დ არ მისულა.  

არჩევნების შედეგებს არ აღიარებს ხალხი. გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ქუჩაში 10 ათასობთ ადამიანი გამოვიდა. პირველივე საპროტესტო აქციაზე რუსთაველის გამზირი გადაივსო. მოქალაქეები ყოველ დღე სულ უფრო მეტ მტკიცებულებას ხედავენ, როგორ მოიპარა არჩევნები ივანიშვილის ხელისუფლებამ. დღეს ეს ფაქტები პრეზიდენტს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა მიუტანეს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.