ცესკოს სკანდალი - უწყება უარს აცხადებს, გაასაჯაროოს იმ მოქალაქეების სია, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა
ცენტრალური საარჩევნო კომისია არ ასაჯაროვებს იმ მოქალაქეების სიას, ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. ოპოზიცია ცესკოსგან ითხოვს, მოახდინოს ვებგვერდის ადაპტირება და შექმნას არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბაზა იმისათვის, რომ გადაამოწმონ საკუთარი თავი არჩევნებში მიმსვლელთა ამომრჩეველთა სიაში. ეს თითოეულ მოქალაქეს მისცემს იმის შესაძლებლობას, შეამოწმოს, ნამდვილად აისახა თუ არა მისი ყოფნა საარჩევნო უბანზე.
არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ამომრჩევლეთა რაოდენობა გაბერეს. ანუ საარჩევნო უბანზე იმ მოქალაქეების ნაცვლად ვინც არჩევნებზე არ მივიდა, ხმა სხვებმა მისცეს. ცესკო ამ ეჭვების გასაფანტად არაფერს აკეთებს და უარზეა გაასაჯაროოს იმ მოქლაქეების სია, ვინც არჩევნებზე მივიდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის უარმა ოპოზიცია იდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ,,ქართული ოცნების'' მთავარი მაშველი რგოლი არჩევნების გაყალბების პროცესში, წესით, ყველაზე მიუკერძოებელი უწყება იყო.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.