რა ფორმით შეიძლება მოხდეს საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევების საერთაშორისო გამოძიება - ბესელიას განმარტება
პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია განმარტავს, თუ რა ფორმით შეიძლება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევების საერთაშორისო გამოძიება - მისი თქმით, ამისთვის 2 გზა არსებობს.
როგორც ბესელიამ “დღის ამბებში“ განაცხადა, ამისთვის სპეციალური ორგანო არსებობს, დემოკრატიული არჩევნის საბჭო, ვენეციის კომისიასთან არსებული, რომელთაც ჰყავთ ექსპერტები და საჭიროების შემთხვევაში მიავლენენ, რათა დაიწყონ ადგილობრივ დონეზე გამოძიება.
ერთი ფორმა არის, როდესაც საერთაშორისო ექსპერტები, ევროკავშირს და ევროპის საბჭოს აქვს ამის სპეციალური სტრუქტურები, სპეციალური ორგანოც არის - "დემოკრატიული არჩევნის საბჭო".
ვენეციიას კომისიასთან, მახსოვს, როდესაც, ასმბლეის წევრი ვიყავი, ამ საბჭოს წევრიც ვიყავი, მათ ჰყავთ სპეციალისტები და ექსპერტები. საქართველო ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანაა და ამ მხრივ, პირდაპირი მონიტორინგი ხორციელდება, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან.
მეორე მიმართულებაა, ევროკავშირის. ევროკავშირსაც აქვს ასეთი ძლიერი საექსპერტო საბჭოები, ჯგუფები, რომლებსაც, საჭიროების შემთხვევაში, მიავლენენ იმისთვის, რომ დაიწყოს, ადგილობრივ დონეზე, ყველაზე მოკლე გზით, რაც კი შეიძლება წარიმართოს, გამოძიება.
რას ნიშნავს გამოძიება, ერთი, როდესაც არის აშკარა დარღვევის ფაქტები უბანზე. ხმის მიცემის დროს გაყალბებული პირადობები, ოქმები, რომლებიც არ ჯამდება, არ ბალანსდება, დარღვევები, რომლებიც საჩივრის წიგნშია, საჩივრები, რომლებიც თავად დაიწერა, რომლებიც უბნებსა და სასამართლოშია გადასული.
ახლა, სასამართლოს მიმართ ნდობა არ აქვთ, ამიტომ, ფაქტობრივი დარღვევები, რომლებიც დოკუმენტირებულია - ვიდეომასალა, სატელეფონო დოკუმენტაციები {ტელეფონით გადაღებული მასალები}, ოქმები, რომლებიც ყველა პარტიას აქვს, უკვე, რადგან ყველას თავისი წარმომადგენელი ჰყავდა“, - განაცხადა ბესელიამ.