ივანიშვილი, ადგილობრივი რესურსით, ამ მასშტაბის სპეცოპერაციის ჩატარებას ვერ შეძლებდა - ჯაფარიძე არჩევნებში რუსულ კვალზე საუბრობს

29.10.24 21:28
ივანიშვილი, ადგილობრივი რესურსით, ამ მასშტაბის სპეცოპერაციის ჩატარებას ვერ შეძლებდა - ჯაფარიძე არჩევნებში რუსულ კვალზე საუბრობს

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ არჩევნების გაყალბებაში რუსეთის პეცსამსახურები იყვნენ ჩართული, რადგან მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ადგილობრივი რესურსით ამ მასშტაბის სპეცოპერაციის ჩატარებას ვერ შეძლებდა.

ჯაფარიძის თქმით, სიღრმისეულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ხმები მიტაცებულია და ამიტომ, ითხოვენ იმ სიების გასაჯაროვებას, რომლელიც ნათელს მოჰფენს იმას, თუ ვინ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში.

დარწმუნებული ვარ, არჩევნების გაყალბებაში ჩართული იყო რუსეთის სპეცსამსახურები, რადგან ადგილობრივი რესურსებით, ბიძინა ივანიშვილი, ვერ შეძლებდა ამ მასშტაბის სპეცოპერაციის ჩატარებას.

  ჩვენ, როდესაც ეს, სიღრმისეულად, გამოვიძიეთ თუ რა ჩაიდინეს, ახლა, ნათელია თუ როგორ მიიტაცეს ხმები, სწორედ ამიტომ, ვაყენებთ მოთხოვნებს, რომ იყოს გახსნილი ინფორმაცია  თუ ვინ მისცა ხმა, ეს არ არის სახელმწიფო საიდუმლოება, რადგან ამომრჩეველთა სია საჯარო ინფორმაციაა, არანაირი პერსონალური ინფორმაცია არ არის, ეს არის სიცრუე.

  ამომრჩეველთა სია ხომ არის საჯარო? ჩვენ, როცა ვამბობთ, რომ დავადგინოთ, რა დაფიქსირდა ვერიფიკაციის აპარატებში - იმ ადამიანების სია, როლებმაც ხმა მისცეს. სად არის,  აქ,  პერსონალური ინფორმაცია? ეს იგივე ამომრჩეველთა სიაა, რომელიც, ამ შემთხვევაში, არის  იმ ადამიანების, რომლებმაც ხმა მისცეს. იქ, არ არის ანონიმურობის, კონფიდენციალურობის  დარღვევა 

 ჩვენ გვსურს,  სია,  იმ ადამიანების, რომლებიც ვერიფიკაციის აპარატთან  დაფიქსირდნენ, რომ მათ ხმა მისცეს. არ უნდათ ამ ინფორმაციის გასაჯაროვება. რატომ? იმიტომ, რომ, იმწუთასვე, გამომჟღავნდება ყველაფერი. იქ,  არის უამრავი ადამიანის სახელი და გვარი, რომლებსაც ხმა არ მიუციათ და მათ მაგივრად მისცეს ხმა“, - განაცხადა ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციაში“.