“ძლიერი საქართველო“ არ აპირებს მიტაცებული არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში შევიდეს - ბადრი ჯაფარიძე
“ძლიერი საქართველო“ არ აპირებს შევიდეს პარლამენტში, რომელიც იქნა არჩეული მიტაცებული არჩევნების შედეგად - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, “როდესაც ამ ნაბიჯების გაკეთება გახდება შესაძლებელი, გადავდგავთ.“
ჩვენ არ ავპირებთ ამ პარლამენტში შესვლას, ჩვენ ვიცით, როგორ ხორციელდება, ეს ყველაფერი, 2020 წელს უკვე განვახორციელეთ. ვიცით როგორ უნდა შევსრულოთ, რეალურად, ეს, როდესაც ამის შესაძლებლობა ჩნდება.
გავაკეთეთ განცხადება, ამის ერთგულები ვართ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის გაყალბებული პარლამენტი, მიტაცებული არჩევნები, შესაბამისად, არ ვაპირებთ ასეთ პარლამენტში შესვლას.
ეს, არ შესვლა, გულისხმობს გარკვეულ ნაბიჯებს, როდესაც ამ ნაბიჯების გაკეთება გახდება შესაძლებელი, გადავდგავთ. დანარჩენი, მიმაჩნია, რომ არის გარკვეული ადამიანების მღელვარება.
სწორედ ამიტომ, განვაცხადეთ, კოალიციაში იყო და არის სრული თანხმობა, რომ "ძლიერი საქართველო" არ აპირებს, შევიდეს პარლამენტში, რომელიც "არჩეული" იყო, მიტაცებული არჩევნების შედეგად. დანარჩენი პროცედურული ნაბიჯები, რაც ამას გულისხმობს, ჩვენ ვიცით, როდესაც ამის განხორციელება შესაძლებელი იქნება, განვახორციელებთ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.