პერმანენტული კრიზისის პროცესში უნდა გვყავდეს “ოცნება“, სანამ ის სრულ დათმობაზე არ წავა - ცქიტიშვილი

29.10.24 22:58
პერმანენტული კრიზისის პროცესში უნდა გვყავდეს “ოცნება“, სანამ ის სრულ დათმობაზე არ წავა - ცქიტიშვილი

ჩვენი ამოცანაა, პერმანენტული კრიზისი პროცესში გვყავდეს “ოცნება“, სანამ ის სრულ დათმობაზე არ წავა - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

ცქიტიშვილი მნიშვნელოვანდ მიიჩნევს “მეგობარი აქტის“ და “საქართველოს აქტის“ ამოქმედებას, თუმცა, მისი თქმით, ეს უნდა იყოს ტარგეტირებული და საქართველოს მოქალაქეები არ უნდა დაზარალდნენ.

სრული დათმობა ნიშნავს, არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახალის ჩატარებას, ამასთან ადმინისტრაციის სრულ შეცვლას, რადგან ამ ადმინისტრაციის პირობებში, გინდა არჩევნები ჩაგიტარებია, გინდა საბოლოო ოქმი დაგიწერია.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ “მეგობარი აქტი“ და “საქართველოს აქტი“ ამოქმედდეს, ოღონდ ეს უნდა იყო ტარგეტირებული და საქართველოს მოქალაქეები ამ აქტებით არ უნდა დაზარალდეს. სანქციების და პერმანენტული კრიზისის ქვეშ უნდა ვამყოფოთ საქართველოს, სამწუხაროდ, დეფაქტო ხელისუფლება“, - განაცხდა ცქიტიშვილმა.