ცესკოს განცხადება არასერიოზულია - ნიკა მელია
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა მელია ცესკოს განცხადებას არასერიოზულს უწოდებს. ოპოზიციონერი ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ ეს ინსტიტუცია მთლიანად ოლიგარქის მორჩილებაშია, ამიტომ მათი განმარტებები უინტერესოა.
ამასთან, მელია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ ქართველ ხალხს არჩევანის უფლება და ევროპული მომავალი მოპარა.
ღრმად არასერიოზული საკითხია ცესკოს ეს განცხადება. თავდა უნდა განმარტონ, მაგრამ განმარტებასაც, მე ვფიქრობ, აზრი არ აქვს, არავის აინტერესებს ცესკო რას განმარტავს. ფაქტი არის ჯიუტი, 3 ათასამდე ხმა აბსოლუტურად დაუმსახურებლად მიაკუთვნეს „ქართულ ოცნებას“. ამით მოიპარეს ევროპული მომავალი ქვეყნის მოსახლეობისა და ამასთან შეგუებას არავინ აპირებს. ცალკეული განცხადებები ამ ინსტიტუტის, რომელიც მთლიანად მორჩილებაშია ოლიგარქის, აბსოლუტურად უინტერესოა, ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში, - ამბობს ნიკა მელია.
ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.
ცესკო ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი და ოპოზიცია მათ თავს უსაფუძლოდ ესხმიან და ცდილობე, რეპუტაციული ზიანი მიაყენონ.