ივანიშვილის ჯიბის პროკურორების არავის ეშინია - თინა ბოკუჩავა არ გამორიცხავს, რომ გამოკითხვაზე დაიბარონ
ივანიშვილის ჯიბის პროკურორების არავის ეშინია - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა არ გამორიცხავს, რომ გამოკითხვაზე დაიბარონ. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ხელისუფლების უნდა, მესამე პრეზიდენტის მსგავსად მეხუთე პრეზიდენტის წინააღმდეგაც სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.
ბოკუჩავა ამბობს, რომ პროკურატურასთან არ ითანამშრომლებს.
ქვეყანაში, სადაც ერთი პრეზიდენტი უკვე პოლიტპატიმარია და მეორე პრეზიდენტს დაჭერით ემუქრებიან და დაკითხვაზე იბარებენ ივანიშვილის პროკურორები, ფაქტია, რომ პირობებში წართმეული აქვს ყოველგვარი ნორმალური განვითარების შანსი, ევროპული მომავალი. პრეზიდენტი ჩაუდგა ავანგარდში იმ პროცესს, რომელსაც ჰქვია ევროპული გამარჯვების დაბრუნება. ამისთვის უნდათ სინამდვილეში, სისხლის სამართლებრივ დევნაში მისცენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. სიმართლე გითხრათ, საქართველოს მესამე პრეზიდენტიც სწორედ ამიტომ არის პოლიტიკურ ტყვეობაში, როგორც ზურაბიშვილს. რუსი ივანიშვილის ჯიბის პროკურორების არავის ეშინია, - ამბობს ბოკუჩავა.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო - პრეზიდენტი გამოკითხვაზეა დაბარებული.