ხელისუფლება აგონიაშია - ზურა ჯაფარიძე

30.10.24 13:18
ხელისუფლება აგონიაშია - ზურა ჯაფარიძე

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ გამოკითხვაზე დაბარების შემთხვევაში პროკურატურასთან არ ითანამშრომლებს. ოპოზიციონერი ლიდერი პრეზიდენტს ურჩევს, გამოკითხვაზე არც ის მივიდეს.

"ხელისუფლება აგონიაშია" - ამბობს ჯაფარიძე. 

აგონიაში არიან, მეტი არაფერი. მათი ნაბიჯების გაანალიზებას არანაირი შინაარსი არ აქვს. ეს არჩევნები მოიპარეს, ყველამ იცის, რომ მოიპარეს, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მოიპარეს, მტკიცებულებები არის უამრავი. სხვა არაფერი მაგათ არ უშველით. ჩვენებაზე არა იმაზე მივალ. ჩემი რჩევა იქნება, რომ არ მივიდეს (პრეზიდენტი), მაგრამ მაგას მემგონი, ისედაც არ იზამს, ჩემი რჩევა არ დასჭირდება, - ამბობს ზურა ჯაფარიძე.  

შეგახსენებთ, რომ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო - პრეზიდენტი გამოკითხვაზეა დაბარებული.