პროკურატურაში დაბარება ასახავს ჩვენს რეალობას - პრეზიდენტი
პირველი ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან - პრეზიდენტი არ პასუხობს კითხვას, მივა თუ არა პროკურატურაში გამოკითხვაზე. "პირველებმა" ზურაბიშვილს ჰკითხა, რას ნიშნავს მისთვის ის ფაქტი, რომ მის პროკურატურაში დაბარებას წინ მედვედევის განცხადება უსწრებდა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის გადაყენება და დაპატიმრება მოითხოვა.
"ჩვენი რეალობაა", - ამბობს ზურაბიშვილი.
ამასთან, "პირველების" ინფორმაციით, ამ წუთებში პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილი ეკა ბესელიას ხვდება. არ არის გამორიცხული, განხილვის თემა სწორედ პროკურატურაში დაბარება და შემდეგი ნაბიჯები აქვს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
ირკვევა, რომ გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი. უწყების ცნობით, სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში 31 ოქტომბერსაა დანიშნული.
ცნობისთვის, საგამოძიებო უწყებას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 ოქტომბერს მიმართა.
შეგახსენებთ, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე საათში, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სალომე ზურაბიშვილის დაკავება მოითხოვა.