საია ყველა ელექტრონული უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს

30.10.24 14:25
საია ყველა ელექტრონული უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის (2 263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.

საია დავობს რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება ხელახალი არჩევნების ჩატარებას გამოიწვევს, რადგან, მისი თქმით, ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე.

„საიამ 29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა არაერთი საჩივარი, რომლითაც ჩვენ ვითხოვთ ყველა იმ უბნის (2263) ამ უბნების შედეგების ბათილად ცნობას ვითხოვთ და ეს არის ის უბნები, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. სიას მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ამ უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე. საია დავობს რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას”, - აცხადებენ საიაში.