კეთილი ინებოს და მიბრძანდეს პროკურატურაში - კალაძე პრეზიდენტზე

30.10.24 14:49
კეთილი ინებოს და მიბრძანდეს პროკურატურაში - კალაძე პრეზიდენტზე

 

 

კეთილი ინებოს, მობრძანდეს და წარადგინოს კონკრეტული ფაქტები, - ასე ეხმიანება "ოცნების" გენერალური მდივანი პროკურატურის განცხადებას. კახა კალაძე ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით სიცრუეს პროპაგანდირებს და ქვეყანას ზიანს აყენებს.

ცესკო-მ მიმართა პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ინტერესშიც შედის. თუკი ვინმეს რაიმე კონკრეტული ფაქტი აქვს, ინფორმაცია გამოძიებას უნდა მიაწოდოს. მათ შორის, სალომე ზურაბიშვილიც გამოვიდა და ისაუბრა გაყალბებაზე. მხოლოდ სიტყვების ბრახაბრუხი რომ არ იყოს, კეთილი ინებოს, მობრძანდეს და წარადგინოს კონკრეტული ფაქტები.

ეს ადამიანი უხეში ფორმით პირდაპირ საუბრობს გაყალბებაზე. წარმოუდგენელია, რომ ვინმემ არჩევნები გააყალბა. თუკი მას აქვს მტკიცებულებები, თუ მართლა ჰქონდა რაიმე დანაშაულს ადგილი, ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. პრეზიდენტი იყენებს ყველა პლატფორმას, საუბრობს სიცრუეს, ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას. შესაბამისად, ვალდებულია, ყველა მტკიცებულება წარმოადგინოს, რაც არჩევნებს ეხება. შეგვიძლია, დავიტრაბახოთ, რომ ასეთი არჩევნები მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშიც ვერ ტარდება, - ამბობს კალაძე. 
 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ირკვევა, რომ გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი. უწყების ცნობით, სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში 31 ოქტომბერსაა დანიშნული.

ცნობისთვის, საგამოძიებო უწყებას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 ოქტომბერს მიმართა. 

შეგახსენებთ, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე საათში, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე  სალომე ზურაბიშვილის დაკავება მოითხოვა.