ბაიდენი ვერ იქნება არჩევნების შემფასებელი - კალაძე
"ოცნების" გერალურის მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ჯო ბაიდენი არჩევნების შემფასებელი ვერ იქნება.
კალაძის თქმით, ამას ეუთო/ოდირი აფასებს.
რაც შეეხება იმ განცხადებებს, ზუსტად მაგიტომ დაიწყო გამოძიება, რომ ყველაფერს გაეცეს შესაბამისი პასუხი - ირწმუნება თბილისის მერი და აღნიშნავს, რომ ყველა დაინტერესებულ პირს ექნება ხმების გადათვლის შეაძლებლობა.
ჯო ბაიდენი ვერ იქნება არჩევნების შემფასებელი, ვერც იმის, ხელისუფლება ლეგიტიმურია თუ არა. ამას აფასებს ეუთო/ოდირი ჩვენ მოვისმინეთ ამ ორგანიზაციის შუალედური დასკვნა, რომელიც იყო საოცრება. ასეთი დასკვნა მე არ მახსოვს არჩევნებზე და არჩევნების დასრულების შემდეგ.
პირდაპირ თქვეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, მრავალპარტიული და ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა, გაეკეთებინა არჩევანი.
რაც შეეხება იმ განცხადებებს, ზუსტად მაგიტომ დაიწყო გამოძიება, რომ ყველაფერს გაეცეს შესაბამისი პასუხი, რათა კითხვის ნიშანი არ დარჩეს ვინმეს.
ამასთან დაკავშირებით, წინა დღეებში მეც ვისაუბრე და პრემიერმაც გააკეთა განცხადება.
ვისაც სურვილი აქვს, გინდ ქვეყნის შიგნით და გინდ გარეთ, ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ გადათვალონ, დათვალონ ყველაფერი. წინა, 2020 წლის არჩევნებზეც ასეთი დამოკიდებულება გვქონდა იმიტომ, რომ დარწმუნებულები ვართ ჩვენს სიმართლეში, დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ არჩევნები ჩატარდა უმაღლეს დონეზე.
ახლაც, რამდენი უბანიც უნდათ, გახსნან, გადათვალონ და ნახონ", - განაცხადა კალაძემ.
რას წერს ბაიდენი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე?
- აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისოდ აღიარებულმა და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს არ უწოდეს თავისუფალი და სამართლიანი.
- აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამჭვირვალედ გამოიძიონ ყველა საარჩევნო დარღვევა.
როგორია ჰელსინკის შეფასება?
- ქართველმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა წარმოადგინეს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას"
- “აშშ და ევროკავშირი მათ გვერდით უნდა დადგეს და გადადგას საბოლოო ნაბიჯები, რათა დაეხმაროს ქართველებს დაიცვან თავიანთი დემოკრატია“