კობახიძისთვის ჰელსინკის კომისიის განცხადებას "ფასი არ აქვს"
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ჰელსინკის კომისიის განცხადებას "ფასი არ აქვს". ქვეყნის პრემიერი ირწმუნება, რომ ჰელსინკის კომისია მხარეა და მას ბრალს "ოპოზიციის სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიაში ჩარევაში" დებს.
„ჰელსინკის კომისია არის მხარე. ის პირდაპირ იყო ჩართული ოპოზიციის სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიაში, რაც არის გაუგონარი და გაუგებარი მოვლენა. რადგან მხარეა, რა თქმა უნდა, ჰელსინკის კომისიის არცერთ განცხადებას არ აქვს მაინცდამაინც დიდი ფასი", - განაცხადა კობახიძემ.
რას წერს ბაიდენი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე?
- აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისოდ აღიარებულმა და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს არ უწოდეს თავისუფალი და სამართლიანი.
- აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამჭვირვალედ გამოიძიონ ყველა საარჩევნო დარღვევა.
როგორია ჰელსინკის შეფასება?
- ქართველმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა წარმოადგინეს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას"
- “აშშ და ევროკავშირი მათ გვერდით უნდა დადგეს და გადადგას საბოლოო ნაბიჯები, რათა დაეხმაროს ქართველებს დაიცვან თავიანთი დემოკრატია“