"ტენდენციურები" არიან - კალაძე ევროპელ პარტნიორებზე
"ოცნების" გენერალუირ მდივანი ამტკიცებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროინტეგრაციისთვის გასნაზღვრული ყველა ნაბიჯი ზედმიწევნით შეასრულა. ამასთან, კახა კალაძე ევროპელ პარტნიორებს ბრალს "ტენდენციურობაში" სდებს და ამტკიცებს, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლების შეცვლას "ხელის გადაგრეხვით" ცდილობენ.
ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ ტენდენციურ ევროპას თავიანთი განცხადებებით, რეზოლუციებით, რომლებიც სიცრუეზეა დაფუძნებული, არანაირი სიმართლის ნაპერწკალი არ დევს მათ განცხადებებში. ძალმომრეობით, ხელის გადაგრეხვით აქვთ მცდელობა, რომ რაღაცეები შეცვალონ, რომ მათთვის მისაღები ხელისუფლება ანუ აგენტურა არ არის დღეს ხელისუფლებაში. ევროინტეგრაციის გზაზე რაც იყო წარმოდგენილი ყველაფერი არის შესრულებული, ყველაფერი არის გაკეთებული, - ამბობს კალაძე.
შეგახსენებთ, ბრიუსელში დღეს გაფართოების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდება.
- დღევანდელი ანგარიშით შეფასდება, როგორ შესრულდა ევროინტეგრაციისთვის გასაზღვრული 9 ნაბიჯი და შემდგომი გადაწყვეტილებაც სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე მიიღება.
- ამ ანგარიშის საფუძველზე მიიღება შემდგომი გადაწყვეტილება ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე.
- 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია 9 დათქმით გასცა. დათქმაში ევროკომისია მათ შორის 2024 წლის არჩევნებზე საუბრობდა და საქართველოს თავისუფალი, სამართლიან და კონკურენტული საარჩევნო პროცესის ჩატარებას სთხოვდა .