დღეს რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა - ზელენსკი
"დღეს რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა" - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას.
როგორც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ტელეგრამ არხზე წერს, "საქართველოს პრორუსული მთავრობა ჰყავს, რომელსაც პრორუსული პოზიციები აქვს".
დღეს რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა. თავდაპირველად მათ საქართველოს ნაწილი წაიღეს, შემდეგ შეცვალეს პოლიტიკა, შეცვალეს საქართველოს მთავრობა და ახლა იქ პრორუსული მთავრობა ჰყავთ, რომელსაც პრორუსული პოზიციები აქვს. სანქციებს არ უწესებენ პუტინს, უამრავი რუსია საქართველოში და ისინი ირჩევენ მეგობრობას რუსეთთან. მათი არჩევანია, რომ არ შევიდნენ ევროკავშირში, მათ წაართვეს ქართველებს თავისუფლება" - თქვა ზელენსკიმ.