პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა
სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტმა ბრიფინგი ჩანიშნა - ამის შესახებ ინფორმაცია მედიას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა მიაწოდა.
ბრიფინგი ორბელიანების სასახლეში, 19:00 საათზე გაიმართება.
სალომე ზურაბიშვილი სავარაუდოდ პროკურატურას უპასუხებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
ირკვევა, რომ გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი. უწყების ცნობით, სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში 31 ოქტომბერსაა დანიშნული.
ცნობისთვის, საგამოძიებო უწყებას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 ოქტომბერს მიმართა.
შეგახსენებთ, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე საათში, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სალომე ზურაბიშვილის დაკავება მოითხოვა.