დახმარების გაცემის დრო ახლოვდება, მთავრობამ უნდა აჩვენოს შეთანხმებების ერთგულება - მიშელი
საქართველოს მთავრობამ უნდა აჩვენოს, რომ შეთანხმებების და რეფორმების დღის წესრიგის ერთგულია - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ წერს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საუბარში ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რეფორმები საჭიროა. მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების და რეფორმების დღის წესრიგის ერთგულია" – წერს მიშელი Twitter-ზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კიევში, ყირიმის პლატფორმის სამიტზე, შეხვდა.