გადაიდება თუ არა არჩევნები - ოპოზიციის ნაწილი საკითხზე მსჯელობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
უნდა გადაიდოს თუ არა თვითმმართველობის არჩევნები ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო - ოპოზიციის ნაწილი საკითხზე მსჯელობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
სტატისტიკა ინფიცირების არ უმჯობესდება. რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში შესაძლებელია, საუბარი იყოს არჩვენების გადადებაზე, მაგრამ ეს არის ხელისუფლების გადასაწყვეტი. თუ ასეთი ინიციატივა წამოვა ხელისუფლებისგან, ჩვენ ამის წინააღმდეგ არ წავალთ, იმიტომ რომ ჩვენთვის მთავარია თითოეული ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე, - აცხადებს "ლელოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე.
საკითხზე მსჯელობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძეც, თუმცა, მისი თქმით, მთავარი ამოცანა ახლა რთული ეპიდსიტუაციიდან გამოსვლაა.
მე არ მომისმენია ჯერჯერობით ხელისუფლებისგან არანაირი ინიციატივა, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მძიმე მდგომარეობიდან, ამიტომ ეს არის მსჯელობის საგანი, მაგრამ ახლა მთავარია, ყველამ ვიფიქროთ, როგორი უნდა იყოს გამოსავალი ამ ეპიდსიტუაციიდან, რომ ამდენი ჩვენი თანამოქალაქე არ იღუპებოდეს, - ამბობს ,,ენმ"-ს წევრი, ხატია დეკანოიძე.
საკითხი დღის წესრიგში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ დადგა, რომელიც თვლის, რომ რთული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით არჩევნების უნდა გადაიდოს.