საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო ევროკავშირის ლიდერებმა ქვეყნის გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს - ჰერჩინსკი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ევროკომისიის გაფართოების შესახებ წლიურ ანგარიშზე საუბრისას მწვავე გზავნილებს აჟღერებს - დიპლომატი საგანგებო ბრიფინგზე პირდაპირ ამბობს, რომ ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანების პროცესს "ქართული ოცნების" კურსის გამო აჩერებს.
მეტიც, როგორ პაველ ჰერჩინსკი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ იყო საკმარისი პოლიტიკური მზაობა 9 დათქმის შესასრულებლად.
"გასული წლის ანგარიშის შემდეგ, საქართველოს უმნიშვნელო წინსვლა ჰქონდა, დღევანდელი ანგარიში კი აშკარა უკუსვლაზე მიუთითებს" - ამბობს პაველ ჰერჩინსკი.
დღეს, ერთი წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი გვაქვს საზეიმო. საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ჩვენი ღირებულებებისგან დაშორებას გააგრძელებს.
საქართველოს კანდიდატი სტატუსი მიენიჭა იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა 9 ნაბიჯი. საწმუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მხირდან არ იყო საკმარისი პოლიტიკური მზაობა აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად.
გასული წლის ანგარიშის შემდეგ, საქართველოს უმნიშვნელო წინსლვა ჰქონდა. დღევანდელი ანგარიში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასთან, არჩევნებთან, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ნაბიჯების მიმართებით აშკარა უკუსვლაზე მიუთითებს.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უკუსვლა მოხდა იმ სფეროში, რომელსაც ეხება ყველაზე მნიშნელოვანი თავი, სასამართლო სისტემა და ფუნდამენტური უფლებები. ეს უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის.
ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული. ის სრულად დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის მიერ ობიექტურ წინსვლაზე. წელს საქართველომ უკან დაიხია.", - ამბობს პაველ ჰერჩინსკი.