არ არის ისეთი მდგომარეობა, რომელიც არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს - მიხეილ სარჯველაძე
"ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე, ამბობს, რომ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად არჩევნების გადადების აუცილებლობას ვერ ხედავს. მისი თქმით, შარშანდელი არჩევნებიც დასტურია იმის, რომ საარჩევნო პროცესის წინდახედულად წარმართვა შესაძლებელია.
არ მგონია, რომ დღესდღეისობით, მიუხედავად უმძიმესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა, რომელიც არსებობს მთელ მსოფლიოში და მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოში, რომ ეს ჯერჯერობით საკმარისი მიზეზი იყოს იმის მოსათხოვად, რომ არჩევნების ჩატარებას ეს შეიძლება, ხელს უშლიდეს. შარშანდელი გამოცდილებაც ამის დასტურია, რომ შესაძლებელია ერთდროულად, ასე ვთქვათ, საარჩევნო პროცესის წარმართვა ეპიდემიოლოგიური წინდახედულობის გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ნამდვილად არ არის ისეთი მდგომარეობა, რომელიც არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას გამორიცხავს, თუმცა პროცესებს უნდა დავაკვირდეთ, - ამბობს სარჯველაძე.