ანგარიშსწორება მკვლევრებზე - რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მებრძოლი ქალებს ანგარიშები დაუბლოკეს

30.10.24 20:52
ანგარიშსწორება მკვლევრებზე - რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მებრძოლი ქალებს ანგარიშები დაუბლოკეს

ამ დრომდე, რუსული პროპაგანდის მკვლევარები ვერ იღებენ წერილობით პასუხს ბანკისგან, რის საფუძველზე დაუბლოკეს საბანკო ანგარიშები. ატლანტიკური საბჭოს ორ მკვლევარს, სოფო გელევასა და ეთო ბუზიაშვილს, საქართველოს და თიბისი ბანკებმა საკუთარ ანგარიშებზე წვდომა მოულოდნელად შეუზღუდეს.   

ეთო ბუზიაშვილი და სოფო გელავა ატლანტიკური საბჭოს ციფრული ლაბორატორიის თანამშრომლებია არიან, მათ გამოვლენილია, სქემა როგორ იყენებდნენ საქართველოში რუსული ტროლების ქარხანას არჩევნების წინ. მათი გაშიფრულია ტროლების და ბოტების სისტემა რომელიც, საქართველოს მთავრობიდან იმართებოდა და საზოგადოებას სიცრუით, ყალბი ახალი ამბებით წამლავდა. 

რუსული ტიპის ავტორიტარიზმი და თავდასხმა  სამოქალაქო საზოგადოებაზე - ასე ეხმაურება ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ოცნების ხელისუფლების რეპრესიებს ატლანტიკური საბჭოს მკვლევარების მიმართ. საგანგებო განცხადებაში ჯო უილსონი, წერს რომ რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ მომუშავე მკვლევარებისთვის რეპრესიების მოწყობა უკვალოდ არ ჩაივლის და მეგობარი აქტის მიმღები შტატები მოქმედებაზე გადავა.

ანგარიშსწორება მკვლევრებზე - დეტალები ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟიდან