"ოცნების" მოქმედმა წევრებმა პარტია ,,ენმ"-ს ოფისიდან დატოვეს
თბილისში "ქართული ოცნების" მოქმედმა წევრებმა პარტია პირდაპირ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დატოვეს.
მმართველი პარტიის ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლება აცდა მთავარ ღირებულებებს.
"ტვ პირველის" კორესპონდენტის ცნობით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ელგუჯა გურგენიძე და ოთარ პატეიშვილი შეუერთდნენ.
ელგუჯა გურგენიძე ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. როგორც გაირკვა, გურგენიძე ენმ-ს ამბროლაურის მერობის კანდიდატი იქნება.
ოთარ პატეიშვილი კი ლანჩხუთში იბრძოლებს.
მმართველი პარტიის ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლება აცდა მთავარ ღირებულებებს.