სახალხო დამცველი ,,ნაცმოძრაობის" გარე სპიკერად ჩამოყალიბდა - ვოლსკი
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი, სახალხო დამცველს იმ ინიციატივის გამო აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში რთული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, არჩევნები უნდა გადაიდოს. პოლიტიკოს ამბობს, რომ ომბუდსმენი ,,ნაცმოძრაობის" გარე სპიკერად ჩამოყალიბდა.
მე ზოგადად მგონია, რომ ამ შემთხვევაში, სახალხო დამცველი, ისევე როგორც არა ერთი პოლიტიკური აქტივისტი, რომელიც დამოუკიდებლად წარმოადგენს თავს, გარე სპიკერებად ჩამოყალიბდნენ იმ ინტერესების, რაც ,,ნაცმოძრაობას" გააჩნია და უპერსპექტივოს არჩევნებში იმ გარემოებებიდან გამომდინარე, თუ იქნება მძიმე ეპიდმოდგომარეობა. აი, ეს რეალობა გვაქვს დღეს. არჩევნების დღე, ორგანიზების თვალსაზრისით, რასაკვირველია, იქნება იმ დონზე ორგანულად ჩატარებული, რომ საფრთხეები იქნეს მინიმუმამდე შემცირებული, - ამბობს ვოლსკი.