“ოცნებას“ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გაგრძელებისთვის პოტენციალი არ გააჩნია - მელაშვილი

31.10.24 17:43
“ოცნებას“ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გაგრძელებისთვის პოტენციალი არ გააჩნია - მელაშვილი

„ევროპულ- ქართული ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი, გიორგი მელაშვილი აცხადებს, რომ “ოცნებას“ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გაგრძელებისთვის რუსული კანონის გაუქმება და არჩევნებთან დაკავშირებული ყევლა შემთხვევის გამოძიება მოწუევს. თუმცა, მელაშვილის თქმით, მმართველ გუნდს ამისი პოტენციალი და პოლიტიკური ნება არ გააჩნია.

“სამწუხაროდ, ჩვენ ამას ძალიან ნათლად ვხედავთ“, - ამბობს ის.

“ოცნებას“ აქვს ერთადერთი შანსი, რომ გააგრძელოს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია - ეს არის გააუქმოს რუსული კანონი და ნორმალურად გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა შემთხვევა. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ ამისი პოტენციალი და პოლიტიკური ნება, დღევანდელი მოცემულობით მათ არ გააჩნიათ“- განაცხადა გიორგი მელაშვილმა.