დღეს საქართველოს პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას სათავეში უდგას - ზაალ კოკაია
"დღეს საქართველოს პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას სათავეში უდგას" - ამის შესახებ მეცნიერი, ზაალ კოკაია Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
ზაალ კოკაია იმედს გამოთქვამს, რომ სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციური პარტიებისა და ქართველი ხალხის კოორდინირებული მოქმედებებით, საქართველო ევროპულ ოჯახს დაუბრუნდება.
ვამაყობ, რომ 2019 წელს ქალბატონმა პრეზიდენტმა პირადად გადმომცა საქართველოს ეროვნული პრემია მეცნიერებაში. ვამაყობ, რადგანაც დღეს ის უდგას სათავეში ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას.
იმედს ვიტოვებ, რომ მისი, ოპოზიციურ კოალიციის და ქართველი ხალხის კოორდინირებული მოქმედებით ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ევროპულ ოჯახს!" - წერს მეცნიერი, ზაალ კოკაია.