წმინდა წყლის პოლიტიკური მოთხოვნაა - ირაკლი ქადაგიშვილი არჩევნების გადადებაზე

24.08.21 02:36
წმინდა წყლის პოლიტიკური მოთხოვნაა - ირაკლი ქადაგიშვილი არჩევნების გადადებაზე

"ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი, სახალხო დამცველის ინიციატივას არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით პოლიტიკურად მოთხოვნად აფასებს. მისი თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ დამარცხება გარანტირებული აქვს და არჩევნების გადასადებად ეპიდსიტუაციას იყენებს. 

დღეს ლაპარაკი იმაზე, რომ არჩევნები უნდა გადაიდოს, არის წმინდა წყლის პოლიტიკური მოთხოვნა, გამომდინარე იქიდან, რომ მათ არჩევნებზე დამარცხება გარანტირებულად დაინახეს, ისინი ხვდებიან, რომ 2024 წლამდე ვერანაირი არეულობის და ძალაუფლების ხელში ჩაგდების სცენარი ვეღარ გათამაშდება და გამომდინარე აქედან, დღეს აი, ამ ბოლო ეპიდსიტუაციას იშველიებენ, რომ არჩევნები რამენაირად გადაიდოს, - ამბობს ქადაგიშვილი.