საქართველოს პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, გადადოს არჩევნები - თამარ კორძაია
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ კორძაია, აცხადებს, რომ არჩევნების გადადებასთან დაკავშრებით გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. მის თქმით, ამ მოთხოვნის ადრესატი, როგორც უფლებამოსილი პირი, სწორედ სალომე ზურაბიშვილია.
საქართველოს პრეზიდენტმა 2 აგვისტოს გამოაცხადა არჩევნები, მიიღო გადაწყვეტილება. საქართველოს პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, შეცვალოს ეს გადაწყვეტილება და გადადოს არჩევნები, ამიტომ მგონია, რომ ადრესატი ამ შემთხვევაში არის საქართველოს პრეზიდენტი, იმიტომ, რომ ოპოზიცია, რა თქმა უნდა, იქნება გონიერი, როგორც არის აქამდე, იმიტომ, რომ ოპოზიცია არ ატარებს ხალხმრავალ შეხვედრებს, არ ატარებს კონცერტებს, მაგრამ ოპოზიცია არ არის უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება, - ამბობს კორძაია.