რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი ამბობს, რომ ცესკოს აკრედიტაცია ჰქონდა

31.10.24 20:37
რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი ამბობს, რომ ცესკოს აკრედიტაცია ჰქონდა

რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი და აშშ-ის მიერ ძებნილი ალექსანდერ მალკევიჩი ამბობს, რომ მას საქართველოში ცესკოს აკრედიტაცია ჰქონდა. 

მალკევიჩი "ქართული ოცნების" მიტინგსაც ესწრებოდა. თავის პირად პლატფორმაზე მალკევიჩს ამის დამადასტურებელი ფოტოებიც აქვს ატვირთული. 

რამდენიმე დღე გავატარე საქართველოში, ჩემი თვალით ვნახე რა ხდებოდა, დავესწარი აქციებს, ვესაუბრე ხალხს. ასევე ვიყავი აკრედიტებული საქართველოს საარჩევნო კომისიის მიერ.

ჩვენ ვნახეთ ახალი ტექნოლოგიები და მიუხედავად არჩევნების ჩატარების ღია და გამჭვირვალე პროცედურისა, დამარცხებული ოთხი პარტია აცხადებს, რომ შედეგით კმაყოფილები არ არიან და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ., - ამბობს მალკევიჩი.

გარდა ამისა, მალკევიჩმა საქართველოში კულტურული მემკვიდრეობსი ძეგლები, ეკლესია-მონასტრები და სტალინის სახლ-მუზეუმიც მოინახულა. 

ვიმყოფებოდი გორში, პატარა ქალაქში, სადაც დაიბადა იოსებ სტალინი - მალკევიჩი დეტალურად ჰყვება სტალინის სახლმუზეუმის შესახებ. არაჩვეულებრივი ხედები გადავიღე საქართველოს დედაქალაქში თბილისში, ფუნიკულიორიდან. ვიმყოფებოდი მცხეთაში, მოვინახულე უნიკალური სვეტიცხოველი. მე ბევრი მასალა დამიგროვდა საქართველოზე, რომელსაც კვირის განმვალობაში მოგავწდით და გაგაცნობთ მისი სილამაზის შესახებ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ (RSF) გაავრცელა ინფორმაცია, რომ არჩევნების დღეს თბილისში რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელ ალექსანდერ მალკევიჩი იმყოფებოდა.

ახლა, წესით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა "ქართული ოცნების" მხარდამჭერ კამპანიაში ჩართული პირი, რომელიც ამერიკული გამოძიების თანახმად ამერიკის არჩევნებშიც კი ჩაერია.