საჩივრების განხილვა გლდანის მე-10 საოლქო კომისიაში ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს
საჩივრების განხილვა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს გლდანის მე-10 საოლქო კომისიაში.
დაპირიპირება გაფერადებულ ბიულეტენების საკითხს მოჰყვა - ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ საარჩევნო უბანზე ფარულობა დარღვეული იყო, რადგან მოქალაქეების პოლიტიკური არჩევანი უბანზე მყოფმა დამკვირვებლებმა დაინახეს.
ოპოზიცის წარმომადგენლები ამტკიცებენ ასევე იმასაც, რომ უბნებზე დამონტაჟებული ვიდეო-კამერები იძლეოდა საშუალებას, რომ მოქალაქეების მიერ დაფიქსირებული ხმები აღქმადი ყოფილიყო.
სხდომას ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს დაულუქავ გადასატან ყუთებთან დაკავშირებითაც
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არის პირდაპირი კანონდარღვევა, რადგან, იმ შემთხვევაში, თუ დაულუქავი, გადასატანი ყუთი მოდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, კომისიის წევრებს აქვთ უკვე ინფორმაცია, იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც გააკეთეს საკუთარი არჩევანი და აირჩიეს, კონკრეტული, პოლიტიკური სუბიექტი.