ხაზარაძე მალკევიჩის თბილისში ვიზიტზე: კიდევ ერთი დასტური, რომ ივანიშვილი რუსულ სპეცსამსახურებს წარმოადგენს

31.10.24 21:40
ხაზარაძე მალკევიჩის თბილისში ვიზიტზე: კიდევ ერთი დასტური, რომ ივანიშვილი რუსულ სპეცსამსახურებს წარმოადგენს

ეს არის, კიდევ ერთი, დასტური იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი, ამ ქვეყანაში, წარმოადგენს რუსულ სპეცსამსახურებს“, - ასე აფასებს კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელის, ალექსანდერ მალკევიჩის საქართველოში ვიზიტს გადაცემა “რეაქციაში“.

ხაზარაძის თქმით, “ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ მომავალ თაობას გადაუკეტოს ნორმალური ცხოვრებისა და განვითარების პირობები.“

“მალკევიჩის ამბავი არის კატასტროფა“ - ამბობს ხაზარაძე.

ამიტომ, როდესაც ლაპარაკია თუ რას ვაკეთებთ, აქ ოპოზიცია ადამიანებისა და ამომრჩევლების გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთებს.  უნდა მოვემზადოთ საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობისთვის, ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით და არ გვაქვს გამოცხადებული პოლიტიკური ბრძოლა მხოლოდ "ქართული ოცნებისთვის". ჩვენს წინააღმდეგ დგას რუსული სპეცსამსახურები, რომლებმაც ჩვენ ქვეყანას კარგი არაფერი გაუკეთეს. ახლა, ბოლო წერტილს სვამს, რომ წაგვართვას თავისფულება და ის, რაც ჩვენი სისხლითა და ოფლითაა მოპოვებული, საუკუნეების განმავლობაში“, - განაცხადა ხაზარაძემ.

RSF -ს ინფორმაციით, არჩევნების დღეს თბილისში რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელ ალექსანდერ მალკევიჩი იმყოფებოდა.

რუსი პროპაგანდისტი, მალკევიჩი არის ევროკავშირის, აშშ-ის, კანადისა და სხვა ქვეყნის სანქციების ქვეშ. არჩევნებში ჩარევის გამო აშშ-ს ალექსანდრ მალკევიჩზე ძებნა აქვს გამოცხადებული და მისი ადგილსამყოფელის დასადგენად ჯილდო ათი მილიონიც კი გამოაცხადდა.

ახლა, წესით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა "ქართული ოცნების" მხარდამჭერ კამპანიაში ჩართული პირი, რომელიც ამერიკული გამოძიების თანახმად ამერიკის არჩევნებშიც კი ჩაერია.