ჩვენ, “ძლიერი საქართველო“, ივანიშვილს და მის გამყალბებელ გუნდს არასდროს მივცემთ ლეგიტიმაციას - ხაზარაძე
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მათი კოალიცია ბიძინა ივანიშვილის და მის გუნდის პარალმენტს ლეგიტიმაციას არ მისცემენ.
ხაზარაძე ყველა ამომრჩეველს პირობას აძლევს, რომ მათ არჩევანს არასდროს უღალატებს და ამის ნებისყოფა აქვს.
“ამ ბრძოლაში ვარ მედგრად“, - ამბობს ხაზარაძე.
უნდა დავდოთ დოკუმენტური მასალა, რომ არჩევნები გააყალბეს და სწორედ ამ მასალაზე დაყრდნობით, უნდა მოგცეთ გარანტია, რომ ამ მთავრობას არანაირ ლეგიტიმაციას, არასდროს მივცემთ. ჩვენი “ძლიერი საქართველო“ ბიძინა ივანიშვილს და მის გამყალბებელ გუნდს არასდროს მივცემთ ლეგიტიმაციას.
მათ წაართვეს მომავალი, კრიმინალური აქტით და სპეცოპერაციით, ჩვენ შვილებს. ამ ბრძოლაში ვარ მედგრად, მაქვს ნებისყოფა და არასდროს ვუღალატებ თქვენს არჩევანს.
გვაქვს დოკუმენტური მასალა, სამი პარტია ერთ შტაბში გაერთიანდა, ჩვენ არ გავჩერდებით და მშვიდობიან პროტესტს გადავიტანთ ქუჩაში. არასდროს, ამ მოაღალატე მთავრობასთან, ვიდრე ახალი არჩვენები არ დაინიშნება, საქმე არ გვექნება“,- განაცხადა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში“.