რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი არის შესრულებული - ზალკალიანი

24.08.21 02:53
რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი არის შესრულებული - ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით გაწერილი რეფორმების ნაწილი შესრულებულია. მისი თქმით, "ქართული ოცნების" მხრიდან რეფორმების გახორციელება გრძელდება და ეს მუდმივის პროცესია. 

იყო დადასტურებული, რომ ამ რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი არის შესრულებული და ასევე, ის, რომ საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრული იქნება მომავალში. რეფორმები ერთ დღეში, არც ერთ კვირაში არ სრულდება, მუდმივი პროცესია და ამის მზაობა და თანმიმდევრულობა, რომ ეს პროცესი იყოს ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანილი, არის საკმაოდ მკაფიოდ გაცხადებული, - ამბობს ზალკალიანი.