წარმოუდგენელია, ივანიშვილმა დათმოს. რუსი და მისი რეჟიმი, ნებით არასდროს წასულა, მას უშვებენ - ხერხეულიძე
“ივანიშვილი, თავისი სახელმწიფო მანქანით, ძალაუფლებას "ეპოტინება" და არ თმობს“, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ხერხეულიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
ხეხეულიძის თქმით, “ეს სრულიად უჩვეულოა, როდესაც ხელისუფლება კონსტიტუციურ გადატრიალებას ატარებს, ეს რეალობა პირველად დადგა“.
მე, მინახავს, ხელისუფლება, როდესაც ქუჩიდან მოუგია კომუნისტური პარტიისთვის არჩევნები, ვგულისხმობ, ზვიად გამსახურდიას. მინახავს იმ ხელისუფლების დამხობაც, შემდეგ "ვარდების რევოლუცია", ხელისუფლების გადაბარება და ისიც მინახავს, ახლა, როგორ "ეპოტინება" ივანიშვილი თავისი სახელმწიფო მანქანით ძალაუფლებას და არ თმობს.
მე, არ ვიცი 2012 წელს, თქვენ, ვის მიეცით ხმა, მაგრამ უმრავლესობამ, ჩვენი საზოგადოების წევრებმა, ივანიშვილს მისცეს ხმა, იმ დათქმით, რომ თუ არ მოგვეწონა - გადავირჩევთ. ვერ გადაირჩევ, რუსის გადარჩევა, ბუნებაში, არ არსებობს. რუსი და მისი რეჟიმი, არასდროს არ წასულა თავისი ნებით, მას უშვებენ. წარმოუდგენელია, ივანიშვილმა ოდესმე დათმოს, ეს ხელისუფლება და ძალაუფლება.
ეს სრულიად უჩვეულოა, როდესაც ხელისუფლება კონსტიტუციურ გადატრიალებას ატარებს, ეს რეალობა პირველად დადგა, მაგრამ არის მეორე რეალობა, როდესაც უიმედოდ არიან ადამიანები და ნიჰილიზმია, რეალურად, არის ასეთი განცდა.
იმ შემთხვევაში, როდესაც კარგავს ძალაუფლებას, რეალურად, "ჩაბღაუჭებული" მონსტრი, რომელიც გეუბნება, რომ არცერთ შემთხვევაში მე ამას არ დავთმობ, მე თუ არა, ჩემი დინასტია გააგრძელებს ძალაუფლებას და, არცერთ შემთხვევაში, არ ჩამოვშორდები ამ სექტორს. ეს არის ივანიშვილის შემთხვევაში, ასეთი რამ, ჯერ, არ გვინახავს.
ამიტომ, როდესაც მილერი საუბრობს, რომ საერთაშორისო ჩართულობით, მე, მზად ვარ, ევროპელ კოლეგებს ვესაუბრო, იმაზე, რომ საერთაშორისო გამოძიებამ გადაწყვიტოს, როგორ ჩატარდა არჩევნები, საქართველოში, მას შემდეგ, ვიფიქრებთ, ლეგიტიმაციის მიცემაზე, ასეთი რამ მე უბრალოდ არ მახსოვს.
გამსახურდიას დამხობის დროს, ცამდე მართლები და სრულიად ობლები ვიყავით, ამ სამყაროში. საერთაშორისო მხარდაჭერა მაშინ არ გვქონდა და მაინც არ გავჩერებულვართ.
როდესაც ვსაუბრობთ იმედსა და უიმედობაზე, მაშინ არ დაგვიკარგავს იმედი და გვჯეროდა, რომ სამართალი თავის კალაპოტს იპოვიდა", - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.