ეს ბრძოლა აუცილებლად მოიტანს შედეგს, რადგან ხალხისთვის არჩევნების წართმევა არავის არასდროს შერჩენია - ბესელია
პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელიას თქმით, საქართველოს მოქალაქეების აქტიურობაზე იქნება დამოკდებული, შედეგები რამდენად სწრაფად დადგება.
ბესელიას ეჭვი არ ეპარება, რომ “ეს ბრძოლა აუცილებლად მოიტანს შედეგს, რადგან ხალხისთვის არჩევნების წართმევა არავის არასდროს შერჩენია“.
საქართველოს მოქალაქეების აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული, შედეგები რამდენად სწრაფად დადგება. არც მეპარება ეჭვი, რომ ეს ბრძოლა, აუცილებლად, მოიტანს შედეგს, იმიტომ, რომ არავის, არასდროს, არ შერჩენია ხალხისთვის არჩევნების წართმევა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, იმ ტიპის დანაშაულია, რომელზედაც პასუხისმგებლობა ვინმეს უნდა დაეკისროს, რადგან არ მახსენდება, რომ არჩევნების გაყალბებისთვის, ვინმეს მოეთხოვა სისხლის სამართლის წესით პასუხი.
ეს არის ისეთი მძიმე კონსტიტუციური უფლების დარღვევა, რომელსაც შედეგად ყველაზე მძიმე და რთულ-განვითარებადი შედეგები მოსდევს“, - განაცხადა ბესელიამ.