ბესელია მიიჩნევს, რომ ივანიშვილის შესაჩერებლად და უკან დასახევად მთავარი ხალხის პროტესტი და ქუჩაში გამოსვლაა

01.11.24 00:09
ბესელია მიიჩნევს, რომ ივანიშვილის შესაჩერებლად  და უკან დასახევად მთავარი ხალხის პროტესტი და ქუჩაში გამოსვლაა

პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ივანიშვილის შესაჩერებლად  და უკან დასახევად მთავარი ხალხის პროტესტი და ქუჩაში გამოსვლაა.

“რაც კი გაუვა ბიძინა ივანიშვილს, რასაც მოინდომებს, გააკეთებს იქამდე, ვიდრე არ შეხვდება ისეთი ძლიერი წინააღმდეგობას, რომელიც მას შეაჩერებს“, - განაცხადა ბესელიამ.

რაც ვნახეთ ის მეტყველებს იმაზე, რომ რაც კი გაუვა ბიძინა ივანიშვილს, რასაც მოინდომებს, გააკეთებს იქამდე, ვიდრე არ შეხვდება ისეთი ძლიერი წინააღმდეგობა, რომელიც მას შეაჩერებს და უკან დაახევინებს. რამდენჯერმე, ძალიან მძაფრი პროტესტის დროს, მან დაიხია უკან, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ დაინახავს საერთაშორისო მძლავრი კრიტიკის და ქართველი ხალხის მხარდაჭერის ფონზე, როდესაც ამ არჩევნებს, რუსეთის გარდა არავინ აღიარებს. ახლა ელოდება მოქალაქეების პროტესტი როგორ იქნება, რამდენად მასშტაბური, ძლიერი, უწყვეტი იქნება ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. 

კონსტიტუციური,მშვიდობიანი და ძლიერი პროტესტი არის განმსაზღვრელი ამ ბრძოლის მოგების, არაფერი იქნება სხვა ასეთი ეფექტიანი. ივანიშვილის არჩევნი აქვს, მან უნდა გააუქმოს არჩევნების შედეგები“,- განაცხადა ბესელიამ