ევროკავშირის დახმარებას საქართველო მიიღებს, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა - ვოლსკი
"ქართული ოცნების" ლიდერი გიორგი ვოლსკი ირწმუნება, რომ საქართველო, როგორც მოწინავე ქვეყანა, ევროკავშირის დახმერაბას მიიღებს. ხელისუფლების წარმომადგენელი ამბობს, რომ ევროკავშირში პოზიციების კიდევ უფრო გამყარება რეფორმების წარმატებით ჩატარებას უკავშირდება.
სპეკულაციების მოყვარულებისთვის რეფორმების მოთხოვნა იქნება ისეთი უცხო რამ, თითქოს არ გაუგიათ, რომ ევროკავშირში ჩვენი პოზიციების კიდევ უფრო გამყარება და საბოლოო ჯამში წევრობა, ეფუძნება რეფორმების მთელ რიგ ეტაპებს, რომლის დიდი ნაწილი არის წარმატებით შესრულებული და ჩვენ გვაქვს საკმაოდ მყარი პოზიციები. ინტერპრეტაცია მუდმივად მოხდება. ევროკავშირის დახმარებას საქართველო მიიღებს, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა და არა მარტო რეგიონში, - ამბობს ვოლსკი.