ჰელსინკის კომისია: აშშ და EU "ოცნების" მიერ ქართული დემოკრატიის ჩამოშლას სერიოზულად უნდა მოეკიდონ
აშშ და EU "ოცნების" მიერ ქართული დემოკრატიის ჩამოშლას სერიოზულად უნდა მოეკიდონ, - ამის შესახებ განცხადებას ჰელსინკის კომისია პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
საქართველოს პრობლემების შემცველი არჩევნები ჰქონდა, რომლის შედეგებიც, სავარაუდოდ, არ ასახავს ხალხის ნებას. აშშ და ევროკავშირი სერიოზულად უნდა მოეკიდონ “ქართული ოცნების” მიერ ქართული დემოკრატიის ჩამოშლას და ავტორიტარული პოლიტიკური ტექნოლოგიების მზარდ დახვეწას, - ნათქვამია განცხადებაში.