კიდევ ერთხელ დავარწმუნე შარლ მიშელი, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებაში გაწერილი რეფორმების ერთგული რჩება - პრემიერი
კიდევ ერთხელ დავარწმუნე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებაში გაწერილი რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი წერს. ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ რეფორმების დიდი ნაწილი უკვე ამოქმედდა, ხოლო დარჩენილ ნაწილზე მუშაობა გრძელდება.
კიდევ ერთხელ დავარწმუნე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებაში გაწერილი რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება. ამ რეფორმების მნიშნელოვანი ნაწილი უკვე ამოქმედდა და მოწოდებული ვართ ვიმუშაოთ დარჩენილ მნიშნელოვან რეფორმებზე, - წერს ღარიბაშვილი.