ნუ დაელოდებით ნურავის! გამოდით და შეეწინააღმდეგეთ დიქტატურას! - სააკაშვილის მიმართვა

01.11.24 12:42
 ნუ დაელოდებით ნურავის! გამოდით და შეეწინააღმდეგეთ დიქტატურას! - სააკაშვილის მიმართვა

საქართველოს სამესამე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს, დაიწყონ პროტესტები უახლოეს საათებში და დღეებში.

სააკაშვილის თქმით,  ნებისმიერ ჯგუფს შეუძლია თვითონ გამოხატოს პროტესტი და არ დაელოდოს პარტიებს.

მე მესმის ხალხის დიდი ნაწილის სურვილი, რომ აქციები დაჩქარდეს თუმცა პარტიებზე გადაბრალება ოლიგარქის რეჟიმს აწყობს მხოლოდ.

ვინ უშლის ნებისმიერ თუნდაც მცირერიცხოვან ჯგუფს თვითონ გამოხატონ პროტესტი და არ დაელოდონ პარტიებს.

მე მჯერა რომ ასეთი აქტიური მოქალაქეები არსებობენ და მინდა მოვუწოდო მათ, რომ დაიწყონ პროტესტები უახლოეს საათებში და დღეებში.

განსხვავებით 2003 წლიდან, ახლა სოციალური ქსელი იძლევა ბევრად უფრო სწრაფი დაორგანიზების საშუალებას. თუ მხოლოდ პარტიის ლიდერები იქნებიან ამ პროტესტის ავანგარდში, მათი განეიტრალება შედარებით ადვილი იქნება.

ახლა გადამწყვეტია მასობრივი თვითორგანიზაცია და თვითინიციატივა, პარტიებმა თავის საქმე აკეთონ, თქვენ თქვენი.

ასე რომ ნუ დაელოდებით ნურავის, ნუ შემოიფარგლებით ფეისბუქში უკმაყოფილების გამოხატვით გამოდით და შეეწინააღმდეგეთ დიქტატურას! დიქტატურა ვერ გაიმარჯვებს!“,- წერს სააკაშვილი.