გადამწყვეტი ბრძოლის მთავარი ადგილი იქნება ქუჩა - ირაკლი კუპრაძე
გადამწყვეტი ბრძოლის მთავარი ადგილი იქნება ქუჩა, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე საუბრობს. მისი თქმით, აქციების და პროტესტის გარდა, "ოცნებას" და ივანიშვილს სხვა ენა არ ესმის, ამიტომ მუდმივ წნეხში უნდა იყვნენ, რათა უკან დაიხიონ და საკუთარი დანაშაული აღიარონ.
გადამწყვეტ ბრძოლაში, ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად, მთავარი ადგილი იქნება ქუჩა და მოქალაქეთა პროტესტი, იმიტომ, რომ სხვა ენა, სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს არ ესმით. საგარეო ველზე ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორიც ცხადად მიუთითებს, რომ ეს არ იყო ლეგიტიმური, თავისუფალი არჩევნები, შესაბამისად, თუ რაიმე შეიძლება, ახლა გაკეთდეს მოქალაქეების და ოპოზიციური, პროდასავლური პარტიების მხრიდან, ეს არის საპროტესტო აქციები, სადაც ისინი უნდა იყვნენ ისეთ წნეხში, იძულებულები გახდნენ, დაიხიონ უკან და აღიარონ საკუთარი დანაშაული, - ამბობს კუპრაძე.
4 ნოემბერი, 19:00 საათი - ოპოზიცია მოპარული არჩევნების დასაბრუნებლად საპროტესტო აქციებს იწყებს. პროდასავლური ძალები ორშაბათს მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე ელოდებიან. დაანონსებულია, რომ სწორედ ქვეყნის ცენტრალური გამზირიდან გააჟღერებენ პარტიები სამოქმედო გეგმას, რომელიც "ოცნებას" აიძულებს, არჩევნები რამდენიმე დღეში ხელახლა დაინიშნოს.