რა შემთხვევაში გაიხსნება ცესკოს ბაზები - "ოცნების" შეთავაზება ოპოზიციას
"ოცნების" შეთავაზება ოპოზიციას - მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "ოცნება" ცესკოს სერვერებზე არსებული ბაზების გახსნაზე თანახმა არის, თუმცა საკუთარი პირობებით.
უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ თუ ოპოზიციას ასეთი ბაზების გახსნა სურს, მათ ან უნდა ითანამშრომლონ პროკურატურასთან ან პარლამენტში უნდა შევიდნენ და საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
აი, ასე, ქუჩაში გავყაროთ ეს მონაცემები?! ნებისმიერი, კონკრეტული ფორმატი შევიმუშავოთ, იქ, გავხსნათ, რაც გნებავთ.
შემობრძანდნენ, კომისია გავაკეთოთ ან ნებისმიერი ფორმატი, გინდ პარლამენტში, გინდ გამოძიებაზე მივიდნენ. გახსნან ყველა უბანი, ყველა უბანში ჩაყვნენ.
არ არის პრობლემა - მეთქი. საერთოდ არმინდა, თქვენ გაიგოთ, რა დროს მივედი ჩემს საარჩევნო უბანზე, სიტყვაზე. ჩემზე არ არის ლაპარაკი, ამომრჩეველზე. ვიყავი თუ არ ვიყავი, თქვენ რატომ უნდა მოგცეთ ინფორმაცია, ამომრჩეველმა, ვინ იყო და ვინ არა, უნდა ამოწმოთ?- განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, თუ ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შევა, ეს ავტომატურად ნიშნავს არჩევნების ლეგიტიმაცია აღიარებას.